“ნოვაია გაზეტას” განცახდებით, შენობაში სადაც მათი რედაქცია მდებარეობს, გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება შეასხეს. როგორც BBC წერს, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. შემთხვევას წინ უძღოდა ჩეჩნეთში უკანონო დაკავებებისა და ანგარიშისწორების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნება.
გამოცემა წერს, რომ ორშაბათს შენობის შესასვლელი, სადაც მათი რედაქციაც მდებარეობს, ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. როგორც “ნოვაია გაზეტა” აღნიშნავს, შენობაში სპეციფიკური სუნი დადგა, რომელიც, მათ შორის, მათ რედაქციაშიც იგრძნობოდა.
შემთხვევის შემდეგ ადგილზე მივიდნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლები, ვინაიდან, მათი განმარტებით, შენობა “დაცულ ობიექტს” წარმოადგენს:
“ველით ქიმიკოსების დასკვნას ნივთიერების კონცენტრაციის და შემადგენლობის დასადგენად, რომ შევაფასოთ, ზუსტად რა მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მუშაობას ვაგრძელებთ შენობის იმ ნაწილში, სადაც სუნი არ იგრძნობა. შესაბამისმა სამსახურებმა ევაკუაციის რეკომენდაცია არ მოგვცეს” ,— აცხადებს გამოცემის სპიკერი.
როგორც “რიას” განუცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში, მავნე ნივთიერების შემცველობა ჰაერში დასაშვებ ზღვარს არ აღემატება და შემოწმება გაზის ანალიზატორით ჩატარდა, რომელმაც ვერ დააფიქსირა ისეთი სახიფათო ნივთიერებების შემცველობა, როგორიცაა ქლორი, ამიაკი და ციანიდი, ასევე არ დადგინდა გაზის გაჟონვის წყარო.
BBC ასევე წერს, რომ ორშაბათ საღამოს ტელეგრამზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც რედაქციის მიმდებარე შენობის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და ჩანს ადამიანი კურიერის ფორმაში, რომელსაც ველოსიპედი უჭირავს, რომლის უკანა ბორბლიდანაც გაზი გამოდის.
В сети появилось видео, как у редакции «Новой газеты» распылили неизвестное вещество. Человек, одетый в форму курьера, пустил его то ли из шины велосипеда (то ли из сумки) и медленно уехал.https://t.co/2PKGScSaaR
Видео: телеграм-канал /moscowmap pic.twitter.com/QGyOwmEBzB
— Новая Газета (@novaya_gazeta) March 15, 2021