ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 29 652 ტესტი, გამოვლინდა 537 შემთხვევა – 16 მარტი

16 მარტი, 2021 •
ჩატარდა კორონავირუსის 29 652 ტესტი, გამოვლინდა 537 შემთხვევა – 16 მარტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 537 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება წერს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 128 ადამიანი და ჩატარდა 29 652 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 449 – PCR ტესტით.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.81 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.45%“, – წერია განცხადებაში.

ახალი 537 ტესტი რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 290
  • აჭარა – 18
  • იმერეთი – 79
  • ქვემო ქართლი – 28
  • შიდა ქართლი – 29
  • გურია – 16
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23
  • კახეთი – 37
  • მცხეთა – მთიანეთი – 6
  • სამცხე-ჯავახეთი – 3
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 308, საიდანაც 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  711, აჭარაში – 141, იმერეთში – 247. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 258 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 21, იმერეთში – 66.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 85 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში- 3, იმერეთში – 13. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 30 – აჭარაში.  1 799 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 206 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 21“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

მთავრობის განცხადებითვე ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 5 150 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 275 685 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 268 693 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 658 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი