ახალი ამბები

შატილში სკოლის სასადილოს შენობა დაიწვა

15 მარტი, 2021 •
შატილში სკოლის სასადილოს შენობა დაიწვა

შატილში მდებარე სკოლის სასადილოს შენობაში ხანძარი დღეს, 15 მარტს, დილით გაჩნდა, თუმცა სკოლის ძირითად ნაწილზე არ გავრცელებულა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.

სკოლის სასადილოს შენობა სკოლის ძირითადი ნაწილის გვერდზე დგას და ცეცხლი ძირითად ნაწილზე არ გადასულა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩააქრეს.

ასევე, სამინისტროს ცნობით, სკოლაში 5 მოსწავლე სწავლობს, საიდანაც 2 პანსიონით სარგებლობს. 11 მასწავლებლის ნაწილი კი სასწავლო პროცესში დისტანციურად არის ჩართული.

შატილის სკოლა-პანსიონის შენობის სრული რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში მოხდა, იმავე წლის ოქტომბერში კი სრულად დაიწვა. მისი მშენებლობა  2020 წლის ოქტომბერში დასრულდა და ის 20 მოსწავლეზეა გათვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი