საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ განაცხადა. კომპანიას დღეიდან ლაშა ტაბიძე უხელმძღვანელებს.
ლაშა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესის აღმასრულებელია, მათ შორის ბოლო 10 წელი მან ტელეკომუნიკაციების სექტორში გაატარა. გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე, ლაშას ბილაინში ეკავა ბიზნესოპერაციების დირექტორისა და კომერციული დირექტორის პოზიციები. ანჯეი მალინოვსკი, რომელიც ბილაინს თითქმის 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვიონი ჯგუფში შემავალი კომპანიის, ბილაინი უზბეკეთის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
ლაშას მოღვაწეობა ბილაინში 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კომპანიას კომერციული დირექტორის რანგში შეუერთდა, ხოლო 2018 წელს ბიზნესოპერაციების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა. ბილაინში გადმოსვლამდე, ლაშა მუშაობდა „სს სარაჯიშვილში“ კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ხოლო მანამდე წამყვან პოსტებზე, მათ შორის ბიზნესის განვითარების დირექტორის რანგში, არაერთ კომპანიაში.