15 მარტის მონაცემებით ქვეყაბნაში ჩატარდა კორონავირუსის 13 730 ტესტი, მათ შორის 9 275 კვლევა ანტიგენის ტესტით, 4 455 კი – PCR მეთოდით. ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში დაავადების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებლმა 1.16% შეადგინა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 650 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა,
აჭარა – 10,
იმერეთი – 23,
ქვემო ქართლი – 3,
შიდა ქართლი – 12,
გურია – 10,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6,
კახეთი – 3,
მცხეთა-მთიანეთი – 1,
სამცხე-ჯავახეთი – 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2 907 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც მძიმე პაციენტია 269 პირი, მათ შორის, თბილისში – 116, აჭარაში – 23, იმერეთში – 74.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 3, იმერეთში – 10. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 – თბილისში, 30 – აჭარაში.