ახალი ამბები

მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება – შსს ქუთაისის აქციაზე

14 მარტი, 2021 • 1291
მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება – შსს ქუთაისის აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, “ნამახვან ჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, “საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება”.

შსს მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, “არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”.

ქუთაისის მთავარ მოედანზე, “ნამახვანი ჰესის” წინააღმდეგ მორიგი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი