ახალი ამბები

კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

14 მარტი, 2021 •
კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ჩატარდა 26 399 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 012 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 9 387 — PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 268 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 274 989-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.02%.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 648 პირი ემსხვერპლა.

ინფიცირების 268 ახალი შემთხვევის გეოგრაფიული გადანაწილება ასეთა:

  • თბილისი — 141 შემთხვევა
  • აჭარა – 12
  • იმერეთი – 46
  • ქვემო ქართლი – 13
  • შიდა ქართლი – 16
  • გურია – 11
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7
  • კახეთი – 15
  • მცხეთა-მთიანეთი – 4
  • სამცხე-ჯავახეთი – 1
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი