საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.

ამავე მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები 13:46 საათზე, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ონჭევში დაფიქსირდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.