ახალი ამბები

ენმ – ძალა ერთობაშიას ბლოკის წევრები კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ

12 მარტი, 2021 • 693
ენმ – ძალა ერთობაშიას ბლოკის წევრები კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონსა და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა.

კრისტიენ დანიელსონს შეხვდნენ  სალომე სამადაშვილი და აკაკი მინაშვილი ენმ-დან, ასევე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. მანამდე დანიელსონმა შეხვედრა გამართა “ქართულ ოცნებასთან”. პოლოტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო, რომ ევროპელი მედიატორისთვის მხარეებს საკუთარი პოზიციები გაეცნოთ. მისი თქმით, უნდა ამოიწუროს პოლიტპატიმრების საკითხი და მოლაპარაკებებზე ენმ ნიკა მელიამ უნდა წარადგინოს, რომლის გათავისუფლებასაც ენმ იმედოვნებს. ასევე, სამადაშვილის თქმით, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდეს “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა.

მისივე თქმით, ენმ-ის პოზიცია არ იცვლება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

“არსებობს პუნქტები, რომელზე დათანხმებაც მოუწევს “ოპოზიციასაც” და ქართულ ოცნებასაც”, – აცხადებს სამადაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი