ახალი ამბები

“ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს პატრნიორ ქვეყნებში” — დანიელსონი TV პირველზე

12 მარტი, 2021 • 1291
“ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს პატრნიორ ქვეყნებში” — დანიელსონი  TV პირველზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მიზნით იმყოფება, სხვა საკითხებთან ერთად, ტვ “პირველის” საკითხზეც ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაიცვას საქართველოში თავისუფალი მედია, პასუხობს, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგანაც საკითხში სიღრმისეულად არ არის ჩახედული. თუმცა, მისივე თქმით, ევორკავშირი პარტნიორ ქვეყნებში მსგავს საკითხებს ყურადღებით აკვირდება:

“ზოგადად რომ ვთქვა, ევორკავშირისთვის უმნიშნველოვანესია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ასევე, მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევოროკავშირის შიგნით, ასევე, მისი პარტნიორი ქვეყნებისთვის. რაც შეეხება კერძო საკითხებს, სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი და კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა მინდა დავამატო, ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს პარტნიორ ქვეყნებში” ,— ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი.


9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი.

ომბუდსმენის ოფისმა სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას უწოდა „მძიმე პრეცედენტი“, რომლის აღსრულებამაც შესაძლოა, „სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება“. თავად „ტვ პირველი“ აცხადებს, რომ მსგავსი მოწყობილობა, რაც განჩინებაშია მითითებული, არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, პროკურატურას არ გადასცემდნენ, რადგან ჟურნალისტის წყარო კანონმდებლობით დაცულია. მათი შეფასებით, სასამართლოს/პროკურატურის გადაწყვეტილება „წყაროზე გასვლის მიზანს“ ემსახურება.

ამავე დროს, ტელევიზია მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას მიაწოდოს სრული აუდიოჩანაწერი.

“ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი” — ოპოზიცია “ტვ პირველზე” სასამართლოს განჩინებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი