Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 700 კვლევა ტესტით, მათ შორის, 17 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 393 – PCR ტესტით.
შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 332 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 634 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24 %, ბოლო 14 დღის მანძილზე — 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე — 1.72%.
ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი — 185 შემთხვევა
- აჭარა — 20
- იმერეთი — 51
- ქვემო ქართლი — 8
- შიდა ქართლი — 14
- გურია — 13
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 18
- კახეთი — 20
- სამცხე-ჯავახეთი — 1
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 953, საიდანაც 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 1 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 245 ადამიანი.