ახალი ამბები

საქართველოში შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა

12 მარტი, 2021 •
საქართველოში შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა.

დანიელსონმა ქვეყანაში რამდენიმე შეხვედრა უნდა გამართოს, მათ შორის, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამ დილით ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოში „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

დანიელსონი, საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, პარტიებს შორის დიალოგს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად გაუწევს მედიაციას.

ვრცლად კრისტიან დანიელსონზე ნახეთ:

შარლ მიშელი საქართველოში პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონს აგზავნის

მასალების გადაბეჭდვის წესი