ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 24 594 ტესტი, გამოვლინდა 395 შემთხვევა – 11 მარტი

11 მარტი, 2021 • 595
ჩატარდა კორონავირუსის 24 594 ტესტი, გამოვლინდა 395 შემთხვევა – 11 მარტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 395 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 310 ადამიანი და ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 065 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 529- PCR ტესტით.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი 395 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 194
  • აჭარა – 21
  • იმერეთი – 73
  • ქვემო ქართლი – 10
  • შიდა ქართლი – 28
  • გურია – 20
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17
  • კახეთი – 27
  • მცხეთა – მთიანეთი – 4
  • სამცხე – ჯავახეთი – 0
  • რაჭა-ლეჩხუბი და ქვემო სვანეთი – 1

„ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 976, საიდანაც 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  676, აჭარაში – 148, იმერეთში – 245. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში – 121, აჭარაში – 24, იმერეთში – 78.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში- 3, იმერეთში – 9. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 25 – აჭარაში.  1 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ამბობენ მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული 252 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 5 493.

საქართველოში კორონავირუსის 274 045 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 267 421 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 622.

მასალების გადაბეჭდვის წესი