ახალი ამბები

11 მარტიდან მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

10 მარტი, 2021 • 1728
11 მარტიდან მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს — უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთაში კი შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 -ბალიანი ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

სააგენტოს ცნობიით, 13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი