ახალი ამბები

სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს

10 მარტი, 2021 •
სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს

დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემელაძე აირჩიეს. დღეს საპროტესტო აქციის ფონზე გამართულ არჩევნებში ტყემალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო.

არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდის წევრები.

თბილისში, “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. რაგბის კავშირის განცხადებით, ყრილობაში 42 დელეგატი მონაწილეობდა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს უკვე წელიწადზე მეტია დავის გარეშე ვერ ირჩევენ. “ექსპო ჯორჯიაში” შეკრებილი დემონსტრანტები დღევანდელ კენჭისყრას უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტად 30 დეკემბრის კენჭისყრაზე უკვე აირჩიეს ვეტერანი მორაგბე, “ოცნების” ყოფილი პარლამენტარი ირაკლი აბუსერიძე.

საჯარო რეესტრმა აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა და მიზეზად პროცედურული ხარვეზები დაასახელა, თუმცა აბუსერიძის მხარდამჭერები ამ პროცესში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული – ისინი დემონსტრანტებსა და საარჩევნო პროცესს შორის დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი