ახალი ამბები

ნარკორეალიზაციის ბრალდებით შსს-მ 11 პირი დააკავა

10 მარტი, 2021 •
ნარკორეალიზაციის ბრალდებით შსს-მ 11 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 11 პირი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

უწყების განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. ბრალი 8- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

“სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები- 45 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და ფული ამოიღო”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი