მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა, მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეკავა იგივე პოზიცია.
ნინო გიორგობიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობამდე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურებში.