ახალი ამბები

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები პროტესტის ფონზე იმართება

10 მარტი, 2021 •
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები პროტესტის ფონზე იმართება

თბილისში, “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს უკვე წელიწადზე მეტია დავის გარეშე ვერ ირჩევენ. “ექსპო ჯორჯიაში” შეკრებილი დემონსტრანტები დღევანდელ კენჭისყრას უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტად 30 დეკემბრის კენჭისყრაზე უკვე აირჩიეს ვეტერანი მორაგბე, “ოცნების” ყოფილი პარლამენტარი ირაკლი აბუსერიძე.

საჯარო რეესტრმა აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა და მიზეზად პროცედურული ხარვეზები დაასახელა, თუმცა აბუსერიძის მხარდამჭერები საუბრობენ ამ პროცესში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული – ისინი დემონსტრანტებსა და საარჩევნო პროცესს შორის დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი