ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 22 127 ტესტი, გამოვლინდა 513 შემთხვევა – 10 მარტი

10 მარტი, 2021 •
ჩატარდა კორონავირუსის 22 127 ტესტი, გამოვლინდა 513 შემთხვევა – 10 მარტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 96 ადამიანი, ხოლო ჩატარდა 22 127 ტესტი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%“, – ნათქვამია ოფიციალურ სტატისტიკაში.

ახალი 513 შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 264
  • აჭარა – 30
  • იმერეთი – 88
  • ქვემო ქართლი – 15
  • შიდა ქართლი – 44
  • გურია – 15
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26
  • კახეთი – 16
  • მცხეთა-მთიანეთი – 7
  • სამცხე-ჯავახეთი – 3
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 663, აჭარაში – 145, იმერეთში – 257.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში – 111, აჭარაში – 23, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 44, აჭარაში- 3, იმერეთში – 9. 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 – თბილისში, 12 – აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 243, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 5 262.

საქართველოში კორონავირუსის 273 650 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, გამოჯანმრთელა 267 111, ხოლო გარდაიცვალა 3 613.

მასალების გადაბეჭდვის წესი