ახალი ამბები

ბერა: “ტრი-ტრის” არ ვამბობ, მე და ირაკლი ერთმანეთს ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით

10 მარტი, 2021 •
ბერა: “ტრი-ტრის” არ ვამბობ, მე და ირაკლი ერთმანეთს ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით

ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედთან” ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს “ტრი-ტრი”, რომელიც მისი და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერებში ისმის, ამბობს, რომ იმ პერიოდში ის და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს ხუმრობით ფრანგულ სახელებს ეძახდნენ და ჩანაწერშიც არა “ტრი-ტრის” არამედ “ანტუნის” ამბობს:

“ტრი-ტრი” საიდან გაიგეს, საერთოდ მე არ ვიცი იმიტომ, რომ 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით და ირაკლიმაც ფრანგული ძალიან კარგად იცის. ჩვენ ასე ხუმრობით, ერთმანეთს ფრანგულ სახელებს ვეძახდით და იქ “ტრი-ტრის” არ ვიძახი, ვიძახი – “ანტუნი”. ასე ვეძახდით ფრანგულ სახელებს მაშინ ერთმანეთს და “ტრი-ტრი” საიდან გაიგეს, არ ვიცი”, – ამბობს ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერივუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი