ახალი ამბები

ოჯახში კონფლიქტის დროს ბავშვი დაიღუპა, დაკავებულია მამა – შსს

9 მარტი, 2021 • 1278
ოჯახში კონფლიქტის დროს ბავშვი დაიღუპა, დაკავებულია მამა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ერთ-ერთ ოჯახში კონფლიქტის დროს ბავშვი დაიღუპა. შსს-ს ცნობითვე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ბავშვის მამა, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა”, — წერია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი