ახალი ამბები

საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა

9 მარტი, 2021 • 913
საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა.

მისი თქმით, შემთხვევებს შორის შუალედი ორ-ნახევარი სამი თვეა და ორივე შემთხვევაში პაციენტმა დაავადება მსუბუქ ფორმებში გადაიტანა.

ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი, რომელსაც სამი თვის შუალედში ახალი კორონავირუსი ორჯერ დაემართა ახალგაზრდაა და ორივე ჯერზე ვირუსის ერთი და იმავე შტამით დაინფიცირდა მცირე ცვლილებებით ვირუსის გენომში:

“ერთი შემთხვევა დადასტურებულია რეინფიცირების, სამთვიან შუალედში. ორნახევარი-სამი თვის შემდეგ მოხდა რეინფიცირება. სხვადსხვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტაციაა, ოღონდ მთლად სულ იდენტური არ არის, გენომში ცვლილებებია, მაგრამ ეს არ არის ბრიტანული და სხვა შტამი. ორივე შემთხვევა მსუბუქი იყო”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი