ახალი ამბები

6 351 ტესტით COVID-19-ის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 9 მარტი

9 მარტი, 2021 • 454
6 351 ტესტით COVID-19-ის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 9 მარტი

9 მარტის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 6 351 ტესტი ჩატარდა. მათგან 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით ჩატარდა, 2 887 კი – PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2.19% შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 601 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა,
აჭარა – 3,
იმერეთი – 24,
ქვემო ქართლი – 9,
შიდა ქართლი – 10,
გურია – 7,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9,
კახეთი – 3,
სამცხე-ჯავახეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში- 4, იმერეთში – 10.

მასალების გადაბეჭდვის წესი