ახალი ამბები

მარტვილში მომხდარი დანაშულის ნიშნებს შეიცავს – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

8 მარტი, 2021 • 582
მარტვილში მომხდარი დანაშულის ნიშნებს შეიცავს – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დღეს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

„დაშავებულებს შორის არიან “TV პირველის” ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს ასევე აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია წერს, რომ   ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიასთან ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას მოჰყვა

გარდა სხეულის დაზიანებისა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

„მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები“, – წერს კოალიცია.

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მოგვიანებით “ევექსის” კლინიკაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მათთან 6 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან 1 დამატებით კვლვებს საჭიროებს და მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. 5 პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია და მათი გამოკვლევები გრძელდება.

ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა

მასალების გადაბეჭდვის წესი