ახალი ამბები

“1000 მშობლის მარში” — ქალთა უფლებების დასაცავად თბილისში მსვლელობა იმართება

8 მარტი, 2021 • 1125
“1000 მშობლის მარში” — ქალთა უფლებების დასაცავად თბილისში მსვლელობა იმართება

თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით “1000 მშობლის მარში” იმართება.

მსვლელობა “პროტესტის 100 დღე” კამპანიის ფარგლებში იმართება, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამ მოთხოვნებს შორისაა:

  • შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
  • შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
  • გახდეს სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
  • დადგეს გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

თბილისის პარალელურად აქცია ასევე იმართება გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, რუსთავში ახალციხესა და ხარაგაულში.

მასალების გადაბეჭდვის წესი