ახალი ამბები

ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ავტომობილებით აქცია-მსვლელობა იმართება

8 მარტი, 2021 • 1112
ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ავტომობილებით აქცია-მსვლელობა იმართება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძის გადადგომის მოთხოვნით ავტომანქანებით აქცია-მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეები თბილისში ორ ადგილას — ავლაბრის მეტროსთან და გლდანში, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას ოფისთან შეიკრიბნენ. კოლონები რესპუბლიკის მოედანზე შეერთდება და საბოლოოდ მსვლელობა კანცელარიასთან დასრულდება.

აქციის მონაწილეები “ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ასევე, აცხადებენ, რომ დღის წესრიგში რჩება ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი