ახალი ამბები

7 823 ტესტით COVID-19-ის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 8 მარტი

8 მარტი, 2021 • 519
7 823 ტესტით COVID-19-ის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 8 მარტი

8 მარტის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში COVID-19-ის 7 823 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 3 613 კვლევა ანტიგენის ტესტით, 4 210 კი PCR ტესტით ჩატარდა. შედეგად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1.88% შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 591 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა;
აჭარა – 4;
იმერეთი – 27;
ქვემო ქართლი – 4;
შიდა ქართლი – 7;
გურია – 10;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9;
კახეთი – 18;
მცხეთა-მთიანეთი – 4;

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში- 3, იმერეთში – 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 – თბილისში, 24 – აჭარაში, 4 – იმერეთში.

949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი