ახალი ამბები

თქმა, რომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად” უშინაარსოა | ჯაფარიძე

7 მარტი, 2021 • 803
თქმა, რომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად” უშინაარსოა | ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმის თქმა, რომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად” არის უშინაარსო, რადგან მისი განცხადებით, ქართულ ოცნებაში ყველა პოლიტიკოსი ერთმანეთის მსგავსია.

მან ამის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა განცხადება.

“ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა [ქართულ ოცნებაში] დარჩენილი, ყველა გაქცეულია უკვე, როგორც სჩანს. ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე, ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს
ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი. ყველა ბერას მორჩილია. ყველა ღარიბაშვილია, ამიტომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად”-ს შინაარსი არ აქვს”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

პოლიტიკურმა პარტია ლელომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ ფორმატში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილიც იქნება ჩართული.


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი