ახალი ამბები

ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით გორში კაცი დააკავეს

6 მარტი, 2021 • 1226
ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით გორში კაცი დააკავეს

გორში პოლიციამ დაკავა კაცი, რომელსაც 16 წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენა ედება ბრალად.

მომხდარი დღეს გახმაურდა, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ბრალდებული თებერვალში დააკავეს.

უწყების თანახმად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს გარყვნილი ქმედების ჩადენას 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი