ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 19 737 ტესტი, გამოვლინდა 355 შემთხვევა – 6 მარტი

6 მარტი, 2021 •
ჩატარდა კორონავირუსის 19 737 ტესტი, გამოვლინდა 355 შემთხვევა – 6 მარტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 355 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 91, პირი ჩატარდა 19 737 კვლევა ტესტით – მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.6 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%“, – ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

ახალი 355 შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 176
  • აჭარა – 17
  • იმერეთი – 48
  • ქვემო ქართლი – 8
  • შიდა ქართლი – 33
  • გურია – 14
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23
  • კახეთი – 19
  • მცხეთა-მთიანეთი – 6
  • სამცხე-ჯავახეთი – 4
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 688, აჭარაში – 158, იმერეთში – 233.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 29, იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 54, აჭარაში- 2, იმერეთში – 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში.

1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — ამბობს მთავრობა.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 272 617 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 266 344 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 567 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი