აშშ-მა უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კალამოისკის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტვიტერზე წერს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, სანქციების დაწესების მიზეზი კალამოინსიკის კორუფციული ქმედებებია:

“დღეს ღიად ვაცხადებ, რომ უკრანის ყოფილ თანამდებობის პირს, იგორ კალამოისკის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება მისი კორუფციული ქმედებების გამო, რაც უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყო მიმართული.”

Forbes-ის მიხედვით, კალამოინსკის ქონება 1.2 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ის “პრივატბანკის” დამფუძნებელია. ასევე იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, თუმცა თანამდებობა 2015 წელს დატოვა.