ახალი ამბები

ვერ ვხვდები, ვის უნდა შევურიგდე და რაზე, მაგრამ დიალოგი რომ უნდა შედგეს, ვიზიარებ — წულუკიანი

5 მარტი, 2021 • 488
ვერ ვხვდები, ვის უნდა შევურიგდე და რაზე, მაგრამ დიალოგი რომ უნდა შედგეს, ვიზიარებ — წულუკიანი

“ქართული ოცნების” წევრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ვერ ხვდება, ვის რაზე უნდა შეურიგდეს, თუმცა დიალოგის საჭიროების იდეას იზიარებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც განმუხტვა სჭირდება და ოპოზიციის სურვილის შემთხვევაში, “ქართული ოცნების” მხრიდან დიალოგს არავითარი რისკი არ შეექმნება.

“რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკურ კრიზისს, მე ვთვლი, რომ ეს არის იმ ექსტრემისტი ჯგუფის მიერ, რომელიც უარს ამბობს პარლამენტში შემოსვლაზე, მათ მიერ შექმნილი გარკვეული ხელოვნური დაძაბულობა, თუ გნებავთ კრიზისი დაარქვით, რომელსაც, რა თქმა უნდა, განმუხტვა სჭირდება, ამაზე ვერ ვიდავებთ.

მაგრამ ამ განმუხტვის პროცესში მნიშვენელოვანია, რომ ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა. მე, მაგალითად, ვერ ვხვდები, ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ ის, რომ დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ და ეს დიალოგის კარი “ქართულმა ოცნებამ” რომ გააღო ფართოდ, ეს კარი კვლავ ღიაა”, — განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი