ახალი ამბები

მოლდოვამ კოვაქსისგან “ასტრაზენეკას” ვაქცინები მიიღო

5 მარტი, 2021 • 613
მოლდოვამ კოვაქსისგან “ასტრაზენეკას” ვაქცინები მიიღო

მოლდოვამ კოვაქსის პლატფორმიდან კორონავირუსის ვაქცინები მიიღო. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ Facebook-ზე წერს, მოლდოვა ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომელიც “ასტრაზენეკას” 14 ათასი დოზა კოვაქსისგან მიიღო. პრეზიდენტის წერს, რომ მიღებული დოზებით სამედიცინო პერსონალის იმუნიზიაციის პროცესი გაგრძელდება, რაც დაეხმარება ქვეყანას ვირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირებაში.

Azi în Republica Moldova a ajuns primul lot de vaccin gratuit prin platforma COVAX. Suntem prima țară din Europa care…

Posted by Maia Sandu on Thursday, March 4, 2021

“დღეს მოლდოვას რესპუბლიკაში კოვაქსის პლატფორმის მიერ მოწოდებული უფასო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა. ევროპაში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც ვაქცინები ამ ინიციატივის ფარგლებში მიიღო.
მადლიერნი ვართ ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციის, რომლებიც ფინანსურდ ეხმარებიან ამ გლობალურ პლატფორმას – გერმანია და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, დიდ ბრიტანეთი, კანადა, ევროპული კომისია, იაპონია და სხვები. [მადლობა] მათ მიერ გამოჩენილი სოლიდარობისთვის, რომელიც მტკიცდება ამ ყველასთვის მძიმე დროს. მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და UNICEF გამოჩენილი ძალისხმევისთვის, რათა ვაქცინები თანაბრად განაწილებულიყო”,- წერს მაია სანდუ.
მოლდოვამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კოვაქსამდე ასტრაზენეკას ვაქცინებით მოლდოვა რუმინეთმა მოამარაგა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც ამ თანამდებობაზე გასულ წელს აირჩიეს, ვაქცინაციის დაწყებასა და უშუალოდ ვაქცინის საჩუქრად გადაცემაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრსა და მოლდოვის მეზობელ სახელმწიფოს – რუმინეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი