ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დონბასში მებრძოლი ახრა ავიძბა სოხუმში დააკავეს | აფხაზური მედია

5 მარტი, 2021 • 1318
დონბასში მებრძოლი ახრა ავიძბა სოხუმში დააკავეს | აფხაზური მედია

აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს ჯერ არ დაუდასტურებია ოფიციალურად ინფორმაცია დონბასში მებრძოლ ახრა ავიძბას დაკავების შესახებ, თუმცა აფხაზური მედია ავრცელებს მისი დაკავების ცნობას სამინისტროში საკუთარ წყაროებსა და ახრა ავიძბას ახლობლების ინფორმაციაზე დაყრნობით.

მედიის ცნობითვე, ახრა ავიძბას სახლის ჩხრეკის დროს იარაღი და სხვა საბრძოლო აღჭურვილობა ამოიღეს.

ახრა ავიძბა 2008 წლის ომში მოხალისედ იმყოფებოდა ცხინვალში. იბრძოდა ასევე დონბასში, სადაც ავიძბა (საბრძოლო სახელი „აფხაზი“) 2014 წლის ივლისში ჩავიდა და ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკა“ ჩამოაყალიბა. მან 2015 წელს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის წოდებაც მიიღო.

2017 წელს ავიძბა აფხაზეთში დაბრუნდა და მარტის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობდა. კენჭს იყრიდა სოხუმის პირველ საარჩევნო ოლქში, თუმცა დამარცხდა.

2020 წლის 4 მარტს ავიძბამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მან იუსტიციის სამინისტროს ახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გაერთიანების დასაფუძნებლად რეგისტრააციისთვის მიმართა. იქამდე, 2 მარტს, ახრა ავიძბა ოპოზიციონერებთან ერთად ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ [ბიზნესმენ და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით] აქციაში მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი