საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 390 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 172, ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით – მათ შორის 13 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 672- PCR ტესტით.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.31%“, – ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

ახალი 390 შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 192
  • აჭარა – 18
  • იმერეთი – 71
  • ქვემო ქართლი – 15
  • შიდა ქართლი – 33
  • გურია – 25
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12
  • კახეთი – 16
  • მცხეთა-მთიანეთი – 6
  • სამცხე-ჯავახეთი – 0
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420, საიდანაც 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  673, აჭარაში – 160, იმერეთში – 230. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში – 104, აჭარაში – 28, იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 54, აჭარაში- 2, იმერეთში – 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 – თბილისში, 35 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 887პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 162, ხოლო აჭარაში – 19.

6 ოქტომბრიდან – 4 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია -23 483 პირი“, – ამბობს უწყება და ამატებს, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 272 262 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 266 253 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 563 ადამიანი.