ახალი ამბები

პატიმარმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა – პენიტენციური

4 მარტი, 2021 • 569
პატიმარმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა.

სამსახურის ცნობით შემთხვევა დღეს, 4 მარტს მოხდა, რის შემდეგაც პატიმარი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს. გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

“2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა”, – წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამსაუხრის ცნობით ნ.ქ-ს დაზიანება სავარუადოდ მისმა მესამე თანამესაკნემ, ვ.ა-მ მიაყენა, თუმცა საკანში დამონტაჟებულ კამერის ჩანაწერების მიხედვით, დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის კონფლიქტი ან დაპირისპირება არ ყოფილა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ოუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შეატყობინეს, მომხდარის დეტალებს კი გამოძიება დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი