ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ასლან ბჟანია სამკურნალოდ რუსეთში გაემგზავრა

4 მარტი, 2021 • 716
ასლან ბჟანია სამკურნალოდ რუსეთში გაემგზავრა

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციაში გეგმური სამკურნალო ვიზიტით გაემგზავრა.

“აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად გაემგზავრა. იგი აფხაზეთში 7 მარტს დაბრუნდება”, – ნათქვამია დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასლან ბჟანია წარსულში ორჯერ, 2019 და 2020 წლებში მკურნალობდა რუსეთის კლინიკებში. მისი მხარდამჭერების განცხადებით, იგი ორივეჯერ მოწინააღმეგეებმა მოწამლეს.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს ასლან ბჟანიას კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა, თუმცა მალევე განიკურნა.


სოხუმში პოლიტიკური კრიზისის დაწყება ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მოჰყვა. კვირაიას განცხადებით, იგი “საქართველოში საკუთარი ინიციატივით, ბჟანიას დავალების გარეშე, ინვესტიციების მოსაზიდად იმყოფებოდა და ამას მომავალშიც გააკეთებს”.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან დე ფაქტო აფხაზეთისა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების ფორმალიზებასა და განვითარებას და ამის გამო არსებულ დე ფაქტო მთავრობას აკრიტიკებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი