დიდ დიღომში კაცი მოკლეს, ერთი ადამიანი კი დაჭრეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
შსს-ს ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. რაც შეეხება დაკავებულს, უწყება ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს.