ახალი ამბები

სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა – თავდაცვის სამინისტრო

4 მარტი, 2021 • 1070
სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა – თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 მარტს, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ თავის მოკვლის მიზნით გაისროლა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი