საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მესამე პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა.
უწყების განცხადებით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა.
“აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა” ,- აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს 2 მარტს დაესხნენ. როგორც ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, ეს არის აღნიშნულ ოფისზე მეექვსე თავდახმის შემთხვევა.
