ახალი ამბები

3 მარტი: ჩატარდა 25 349 ტესტი, კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

3 მარტი, 2021 • 539
3 მარტი: ჩატარდა 25 349 ტესტი, კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 9 პაციენტი. მთავრობის მიერ შექმნილი StopCov-ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 25 349 კვლევა ჩატარდა, მათგან  14 742 ანტიგენის ტესტი, ხოლო 10 607 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.42 %-ია. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 271 739-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, კორონავირუსს, ჯამში, 3 541 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში – 194
  • აჭარა – 14
  • იმერეთი – 50
  • ქვემო ქართლი – 9
  • შიდა ქართლი – 35
  • გურია – 11
  •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 25
  • კახეთი – 8
  • მცხეთა-მთიანეთი – 8
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მასალების გადაბეჭდვის წესი