ახალი ამბები

ევროკავშირმა და აშშ-მა ნავალნის გამო რუს მაღალჩინოსნებსა და რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესეს

3 მარტი, 2021 • 1020
ევროკავშირმა და აშშ-მა ნავალნის გამო რუს მაღალჩინოსნებსა და რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესეს

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაკავების საქმეზე რუს მაღალჩინოსნებსა და რუსულ სუბიექტებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები ერთმანეთთან კოორდინაციით მიიღეს.

Deutsche Welle-ს თანახმად, აშშ-ის დაზვერვის სამსახური მაღალი თავდაჯერებულობით აფასებს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, FSB-ს ოფიცრებმა 2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნის მოსაწამლად ნერვული აგენტი “ნოვიჩოკი” გამოიყენეს.

Reuters-ის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა 7 რუს მაღალჩინოსანსა და 14 სუბიექტს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული 14 სუბიექტი ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების წარმოებასთან არის დაკავშირებული.

ცნობილია 4 რუსი მაღალჩინოსნის ვინაობაც, რომელთაც ევროკავაშირის სანქციები შეეხოთ. მათ  ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ და ამასთან, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ანგარიშები გაეყინებათ. ეს პირები არიან საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვი,  ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი და ფედერალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ალექსანდრ კალაშნიკოვი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი