ახალი ამბები

თბილისის 161-ე სკოლაში 7 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა

2 მარტი, 2021 • 1064
თბილისის 161-ე სკოლაში 7 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო სისტემური ტესტირების შედეგად თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში 7 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა.

სამინისტროც ცნობით, სკოლაში ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვა და 4 კლასი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

“ასევე, ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები იმყოფებიან თვითიზოლაციაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგს სკოლებში. covid-ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარეობს მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირება. სამინისტრო ყოველი კვირის ბოლოს აქვეყნებს covid-სტატისტიკას საქართველოს მასშტაბით”, — აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი