ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბერშუეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს” – სუსი

2 მარტი, 2021 • 715
“ბერშუეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს” – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დღეს, 2 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი.

“უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.

უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უახლოეს პერიოდში მოხდება”, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გამყოფ ხაზთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პერიოდულად იტაცებენ რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი