ახალი ამბები

„ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, დაინიშნოს თუ არა ვადამდელი“ – ელისაშვილი კითხვაზე, თუ იყო მინიშნება მიშელისგან ვადამდელ არჩევნებზე

2 მარტი, 2021 • 16764
„ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, დაინიშნოს თუ არა ვადამდელი“ – ელისაშვილი კითხვაზე, თუ იყო მინიშნება მიშელისგან ვადამდელ არჩევნებზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარება ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის. ასე უპასუხა ელისაშვილმა კითხვას, იყო თუ არა ოპოზიციასა და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხრიდან პირდაპირი ან ირიბი მინიშნება ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

“იქ [შეხვედრაზე] იყო ერთადერთი თხოვნა, რომ წითელი ხაზებით ნუ დაიწყებთ საუბარს და პირობების გარეშე თქვით, რას ფიქრობთ, რა არის მთავარი პრობლემა და ამაზე იყო აზრთა გაცვლა. ღარიბაშვილს თავის შეხედულებები ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე, ოპოზიციას- თავისი. ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის”, — განაცხადა ელისაშვილმა.


გუშინ, პირველ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. “ქართული ოცნებიდან” შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, რომელმაც თქვა რომ პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ გახდებოდა ცნობილი ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები.

მიშელი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგებს უახლოეს პერიოდში გამოიღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი