ახალი ამბები

ზელენსკი Covid-19-ზე აიცრა

2 მარტი, 2021 • 854
ზელენსკი Covid-19-ზე აიცრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უკვე აიცრა.

ზელენსკის ტვიტერის თანახმად, მან უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად გაიკეთა ოქსფორდის/ასტრაზენეკას ვაქცინა, ინდოეთში წარმოებული Covishield.

სწორედ ეს ვაქცინა მიაწოდეს პირველად უკრაინას.

2 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში, სადაც 40 მლნ ადამიანი ცხოვრობს, კოვიდ-19-ით ინფიცირების 1 352 134 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა კოვიდით ინფიცირებული 26 050 ადამიანი.

ქვეყანაში 23 თებერვალს ჩავიდა ოქსფორდის/ასტრაზენეკას 500 000 დოზა. ჯანდაცვის სამინისტრო 31 მარტამდე ამავე წარმოების ვაქცინის კიდევ 1.5 მლნ დოზას ელოდება, ამას გარდა, მარტის დასაწყისში Pfizer-ის 117 000 დოზას „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი