ახალი ამბები

კალაძე: გუშინ საუბარი დაიწყო და დღეს ოპოზიციის მხრიდან ისევ მივიღეთ დესტრუქცია

2 მარტი, 2021 • 900
კალაძე: გუშინ საუბარი დაიწყო და დღეს ოპოზიციის მხრიდან ისევ მივიღეთ დესტრუქცია

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციას აკრიტიკებს მოლაპარაკებების განახლების ფონზე პარლამენტთან აქციების გაგრძელების გამო. კალაძე ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ გამოიხატა  მოლაპარაკებების განახლების მზაობა, თუმცა აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციის მხრიდან ისევ რადიკალიზაცია და დესტრუქცია მიიღეს:

“გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, რომ მზაობაა, მოლაპარაკებები წარიმართოს და დღეს მათი მხრიდან მივიღეთ ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია. პირველ რიგში, იმ პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებს, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ, პირველ მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეების თქმით, შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე და შეაჯამეს 6 ძირითადი საკითხი, რომელიც მსჯელობის საგანი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი