ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი ომბუდსმენი გალელების უფლებების დასაცავად ბჟანიას მიმართავს

2 მარტი, 2021 •
აფხაზი ომბუდსმენი გალელების უფლებების დასაცავად ბჟანიას მიმართავს

აფხაზი ომბუდსმენი ასიდა შაკრილი გალელების გაადადგილების უფლებების შეზღუდვის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიმართავს თხოვნით, განიხილოს აფხაზურ-ქართულ სახელმწიფო საზღვარზე 2020 წლის 14 მარტს დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის მიზანშეწონილობა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად იქნება მიმართული.

ასიდა შაკრილი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც “როგორც აფხაზეთში, ასევე, საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა, გალის რაიონის მოსახლეობა კვლავ შეზღუდულია გადაადგილების უფლებაში, რაც შეუძლებელია არ იყოს აღქმული მათ მიერ, როგორც დისკრიმინაცია”.

აფხაზი ომბუდსმენი, ასევე,  ამბობს, რომ დაკეტილი საზღვრის პირობებში პრობლემები ექმნებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ჩააბარეს და დროულად ვერ ახერხებენ საქართველოში წასვლას. მისივე თქმით, ბევრ გალელს აქვს ქრონიკული დაავადებები და საქართველოში გეგმური მკურნალობის გარეშე დარჩნენ.

“შესაბამისად, თითქმის, ერთი წელი თავისუფლად გააადგილებისა და საკუთარი საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარეშე, მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაიზარდა არალეგალურად გადასვლის შემთხვევები [ოთხი ათასი შემთხვევა], რომელსაც ადმინისტრაციული ჯარიმა ახლავს თან, რაც ასევე, დამატებითი ფინანსური წნეხია. ამასთან, საზღვრის არლეგალური გადაკვეთა კორონავირუსის ინფექციის კონტროლსაც ამცირებს”, – აცხადებს შაკრილი.

ვინ შეძლებს აფხაზეთიდან გადმოსვლას – სამინისტროს განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი