ახალი ამბები

“კონკრეტული საქმეები უნდა მოგვარდეს” — მიშელი სასამართლო სისტემაზე

1 მარტი, 2021 • 879
“კონკრეტული საქმეები უნდა მოგვარდეს” — მიშელი სასამართლო სისტემაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ევროკავშირის მედიაციით, პოლიტიკური დიალოგის პროცესმა უნდა უპასუხოს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს.

“საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, ენდონ სასამართლო სისტემას. მართლმსაჯულების ნებისმიერი პოლიტიზება მიუღებელია და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა მოგვარდეს”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ის ასევე გამოვიდა საარჩევნო სისტემის რეფრომირების მოწოდებით.

“ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხარის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, რეფორმები სჭირდება საქართველოს და არა — ევროკავშირს.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ევროკავშირის მედიაციით, შეხვედრა შესთავაზა. მიშელის თქმით, ევროკავშირს აწუხებს პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია საქართველოში და მზად არის პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის.

 

მიშელის მედიაციით, ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი