ახალი ამბები

სამეცნიერო გრანტების კონკურსისთვის წლევანდელი ბიუჯეტი 8 მლნ იქნება – განათლების სამინისტრო

1 მარტი, 2021 • 1056
სამეცნიერო გრანტების კონკურსისთვის წლევანდელი ბიუჯეტი 8 მლნ იქნება – განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიცატივით, 2021 წელს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ბიუჯეტი ფუნდამენტური კვლევებისთვის 8 მილიონი ლარით დაფინანსდება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ეს თანხა ამ მიმართულებისთვის “უპრეცედენტოდ მაღალია” და წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.

“[წლევანდელი ბიუჯეტი] საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საგრანტო კონკურსში. კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელმაც კონკურსის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი უკვე დაასრულა”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, იგეგმება კონკურსის დებულების, საკონკურსო პირობების და სამეცნიერო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დახვეწა და ევროპულ სნადარტებთან “კიდევ უფრო დაახლოება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი